„მომავლის თაობის“ აქცია კუს ტბაზე

„მომავლის თაობის“ აქცია კუს ტბაზე.

თბილისის 46-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით მარათონი გაიმართა.  მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.

გარბენში თბილისის მე-20 საჯარო სკოლის 120 მოზარდი მონაწილეობდა.

მოეწყო მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

შემოსული თანხა უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლას გადაეცემა.

ღონისძიებას შეუერთდნენ პედაგოგები, საქართველოს ტანვარჯიშის და კალათბურთის ფედერაციები, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და სპორტსმენები.