ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შესრულდა

საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

სამშვიდობო მარათონისა და ამერიკულ ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ალპინიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ამავე დროს, მოეწყო ალპინიადისადმი მიძღვნილი ვიდეოკლიპების პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის „ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების რუხის შეხვედრების ექო“ ჩვენება.