კრისტიან დანიელსონს დღის წესრიგი ამჯერადაც დატვირთული აქვს. პოლიტიკოსებთან შეხვედრები თითქმის ათდღიანი პაუზის შემდეგ, ხვალიდან განახლდება. არ არის გამორიცხული, შვედმა დიპლომატმა დაპირისპირებულ მხარეებს კონკრეტული წინადადებები შესთავაზოს. როგორია მოლოდინი პოლიტიკურ სპექტრში და როგორ ემზადებიან პოლიტიკური ლიდერები შეხვედრებისათვის, – გიორგი კობერიძე განაგრძობს ახლა თემაზე საუბარს.