კომპანიასა და მაღაროელებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება

21:45, 23.06.2023

პროტესტი არ წყდება, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

ჭიათურელ მაღაროელებსა და მენეჯმენტს შორის შეთანხმების პერსპექტივა ბოლო განცხადებების შემდეგ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. პარლამენტის წინ მოშიმშილე გაფიცულები 14 მოთხოვნას ძალაში ტოვებენ, მათ შორისაა ხელფასის 20 %-ით ზრდა, 12-საათიანი სამუშაო გრაფიკის აღდგენა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. დამსაქმებელი კომპანიის შეთავაზებას, რაც მაღაროების თანამშრომლებისთვის მართვაში გადაცემაში გულისხმობს, მაღაროელები უარით პასუხობენ. პროტესტი მოჰყვა „ჭიათურ მანგანეზის“ მხრიდან თანამშრომლების ხელფასების გასაჯაროებასაც. გაფიცვის ფონზე ჭიათურაში მადნის მოპოვების პროცესი სრულად არის შეჩერებული. ფინანსური კრიზისის გამო თებერვლიდან მხოლოდ ნაწილობრივ განახლებული წარმოების აღდგენის პერსპექტივა გაურკვეველია.

მსგავსი