პრეზიდენტის ინიციატივა პოლიტიკურ შერიგებასთან დაკავშირებით

რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკურ შერიგებასთან დაკავშირებით და დაიწყება თუ არა მოლაპარაკებები სალომე ზურაბიშვილის მედიაციით. პროცესში ჩართვას გეგმავს „სტრატეგია აღმაშენებელი“, სადაც აცხადებენ, რომ შეხვედრას, მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრას აუცილებლად დაესწრებიან. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საბოლოოდ მთავარი გადაწყვეტილება ხელისუფლების ხელშია. დიალოგის მომხრეა „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიაში ამბობენ, რომ შექმნილ მძიმე ვითარებაში, პრეზიდენტის ინიციატივა დროული იყო. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც ხალხის ნებას და არჩევნებს არ აღიარებს, კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოება, პრაქტიკულად შეუძლებელია