ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი 

რუსეთის წარმომადგენლის პროვოკაციული გზავნილებით დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებების დღევანდელი რაუნდი.

ანდრეი რუდენკო პირდაპირ ამბობს, რომ მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიგონ, სად შეიძლება მათი სიარული და სად – არა. ეს იყო პასუხი ჟურნალისტების იმ შეკითხვაზე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გახშირებულ გატაცებებს და უკანონო დაკავებებს ეხებოდა. ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყების აუცილებლობა კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ლავროვის უწყების ოფიციალურ განცხადებაშიც, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა და რომელშიც მოსკოვი 2008 წელს აღებული და დღემდე შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგო გზავნილებით ცდილობს. დღევანდელი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ე.წ. გადასასვლელების გახსნაც, რომელთა ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. წინა რაუნდების მსგავსად, ამჯერადაც როგორც კი საუბარი დევნილების დაბრუნებაზე დაიწყო, რუსულმა დელეგაციამ შეხვედრა ჩაშალა.

დატოვე კომენტარი