ახალი ეტაპი სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში

42° პარალელი

აპრილის დასაწყისში ბრიუსელში ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების ორგანიზატორი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი იყო. შეხვედრის შემდეგ ორივე ქვეყნის ლიდერმა საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა დაავალეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ აპრილის ბოლოს საზღვრის დელიმიტაციისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ორმხრივი კომისია შექმნან. სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების ახალ ეტაპსა და სომხური საზოგადოების ნაწილის რეაქციაზე რეზი ქოიავა ისაუბრებს.