პროექტ “მოითხოვე ქართულის” ფარგლებში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე მისულ სტუმრებს 50-მდე კვებითი პროდუქტისა და სასმელის დაგემოვნება და შეძენა შეეძლოთ.
პროექტის მიზანი, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და მცირე მეწარმეებისთვის ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობაა.