ეკა ხუნწარიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

„აბრეშუმის გალერეა“ ეკა ხუნწარიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე,  ბატიკის ტექნიკით, აბრეშუმზე ხელით მოხატული კედლის პანოებია წარმოდგენილი.

გამოფენა, რომელიც 50-მდე ნამუშევარს აერთიანებს, ავტორმა ბოლო ექვს თვეში შექმნა. ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა, მსურველებს ოთხი იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.