საბავშვო წიგნების ახალი სერია იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით

თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გამომცემლობა „სეზანმა“ წიგნების ახალი საბავშვო სერია, სახელწოდებით – „ბავშვობის თანამგზავრები“ გამოსცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფოიეში, წიგნების პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

სერია სხვადასხვა ავტორის 25 წიგნს აერთიანებს, მათგან ორი, საბავშვო წიგნის ილუსტრაციის ავტორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იზა ნადარეიშვილია.

„სიხარულის ჯაჭვი“ და „თავისუფლება ფერთა ხვედრია“ – ასე ჰქვია წიგნებს, რომელთა საბავშვო, ორიგინალური და ფერადი გაფორმება იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის. სერია აერთიანებს წიგნებს, რომლებიც 16 წლამდე მკითხველისთვისაა განკუთვნილი.

ახალი დღე

 

დატოვე კომენტარი