სამგორობა – საიუბილეო ღონისძიებები

12:28, 11.06.2023

თბილისის მერი სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საიუბილეო საღამო საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. გამოიფინა სამგორის განვითარების ამსახველი ისტორიული ფოტო-მასალა. მოეწყო პროფესიული და სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალი მუსიკალური პროგრამით დაიხურა.

მსგავსი