მუსიკალური საღამო საგარეჯოში

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საგარეჯოში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მუსიკალური საღამო გაიმართება. სამზადისი უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს სცენის მონტაჟი და პავილიონების მოწყობა. ტერიტორიაზე მოსული სტუმრებისთვის სხვადასხვა კულტურული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება, პატარების განწყობაზე კი ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ.

მუსიკალური საღამო და გალა-კონცერტი წალენჯიხაშიც გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ქიმიური შოუ ჩატარდება. მოეწყობა საბავშვო და კვების სივრცეები.