მზადება „მუსიკალური საღამოებისთვის“კახეთში

„მუსიკალური საღამოებისთვის“ ემზადებიან კახეთშიც. ყვარელში, 9 აპრილის სახელობის სკვერში სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერონ და შეიძინონ. პატარების განწყობაზე კი ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. მუსიკალური საღამო კონცერტით დასრულდება.