მოძრაობის „ნუ მომკლავ” აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან
მოძრაობის „ნუ მომკლავ” აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან.
მოძრაობის წევრებმა ტერიტორიაზე 200-მდე ძველი ფეხსაცმელი მიიტანეს. მათ ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
აქციის ორგანიზატორები მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
ახალგაზრდების ჯგუფმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პერფომანსი მას შემდეგ დაგეგმა, რაც ზაზა სარალიძემ მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის ვადა 10 ივნისამდე მისცა.