არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა საელჩოს შენობასთან წარწერებით – „ტატუნაშვილი გმირია“, „დიდება ეროვნულ გმირებს“, „რუსეთი ოკუპანტია“, ტრანსპარანტები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. მოგვიანებით კი მედიასთან თქვეს, რომ ამ ფორმით მათ ტატუნაშვილისადმი მადლიერება გამოხატეს.