მოცვის წარმოება და ბაზრის მონიტორინგის მოთხოვნა

ლურჯი მოცვის მწარმოებლები კონკურენციის სააგენტოს მიმართავენ.

ექსპორტის მაჩვენებლების ზრდის ფონზე ფერმერები მაკონტროლებელ უწყებას ბაზრის მონიტორინგს სთხოვენ. მწარმოებლების ნაწილი პროდუქციის საექსპორტო ფასის სიმცირეს უჩივის და ეჭვი აქვს, რომ ფასები ექსპორტიორ კომპანიებს შორის გარიგებების შედეგად ხელოვნურად არის დაწეული. ფერმერთა მეორე ნაწილს კი ლოჯისტიკური პრობლემები, ძირითადად ერთ საექსპორტო ბაზარზე დამოკიდებულება და სამაცივრე მეურნეობების ნაკლებობა აწუხებს.