„მოამბის“ შეკითხვებს ემზარ კაკულიამ უპასუხა

საქართველოს პირველი არხი საარჩევნო სუბიექტებისთვის „მოამბის“ საეთერო დროის დათმობას განაგრძობს. გამოყოფილი ხუთი წუთით დღეს პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ ისარგებლებს.

„მოამბის“ პირველი სტუმარია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ემზარ კაკულია – ერთპროცენტიანი ბარიერის პირობებში როგორ აფასებთ თქვენს შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე?