ამ წუთებში განსაკუთრებული მობილიზებაა თურქეთ-სირიის საზღვარზე.
თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ აქჩაყალეში შეკრებილი საერთაშორისო მედია ტყვეების გადმოყვანას ელოდება. სავარაუდოდ, ესენი არიან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, რომლებიც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული სამხედრო ოპერაციის დროს აიყვანა. სასაზღვრო ზოლში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.
„მოამბე“ განაგრძობს თურქეთ-სირიის საზღვარზე მუშაობას. ლიკა ალელიშვილი, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე კონფლიქტის ზონიდან.