კიდევ ერთ ჩაკეტილ ზონაში – ბოლნისში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა. საუბარია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გამოვლენილ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებზე. პარალელურად გრძელდება კარდაკარ სამედიცინო შემოწმება. მონიტორინგი თერმოსკრინინგსა და კითხვარის შევსებას მოიცავს. რაც შეეხება საკარანტინე რეჟიმის დაცვას: რაიონში შეზღუდვებისა და საგანგებო წესების დარღვევის ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული.