"ბოლნისქალაქობა 2023"

ბოლნისქალაქობა – სახალხო დღესასწაულს ძველმა გერმანულმა უბანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ქუჩის კარნავალი, ანიმატორების შოუ, ატრაქციონები. გამოიფინა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები. დღესასწაულის სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. წელსაც, ტრადიციულად საზეიმო დაიწურა ყურძენი. ასევე მოეწყო გალა კონცერტი და გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.