საბურთალოზე მომხდარი შემზარავი მკვლელობა – ახალგაზრდა ქალის მკვლელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
თავდამსხმელმა ანასტასია შატალოვას, მისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. სწორედ თბილისში მომხდარ დანაშაულს უკავშირდებოდა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დღეს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლში ჩატარდა. მოკლულს და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. გავრცელებული ცნობით, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ბავშვის თემაზე სამართლებრივი დავაც მიმდინარეობდა. ადვოკატების ინფორმაციით, მათ შორის ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა იყო და ბერიძის მიმართ შატალოვას შემაკავებელი ორდერის გამოწერაც ჰქონდა მოთხოვნილი.
ყოფილი ვიცე-მერი მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.