შემთხვევა ხაშურში

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარიდან მალევე ის კლინიკაში გადაიყვანეს. დაჭრილს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. თავდასმხა ხაშურის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. თავდასხმის შემდეგ ის დაცვის პოლიციის თანამშრომელმა შეაკავა, რომელიც ადგილზე არასამსახურეობრივ დროს იმყოფებოდა. ამოღებულია ნივთმტკიცება – დანა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი