მკვლელობა მუსიკალურ ფესტივალზე

გერმანიის სამხრეთით, ქალაქ სოლინგენში, მუსიკალურ ფესტივალზე შეიარაღებულმა მამაკაცმა დანით სამი ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი მძიმედაა დაშავებული. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს. მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა. ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.