მიწის რეფორმა  

როგორ უნდა დარეგულირდეს ახალი კონსტიტუციის პირობებში მიწების საკუთრების საკითხი – ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხზე საპარლამენტო განხილვები იწყება.

ქვეყნის უზენაესი კანონის ახალი რეადაქციით უკვე დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და კომპანიებს არ შეუძლიათ. მმართველი გუნდის ახალმა კანონ-პროექტმა კი შესაბამისი დეტალები უნდა დააზუსტოს. კერძოდ, რა შემთხვევაში გადაეცემათ უცხოელ ინვესტორებს მიწის ნაკვეთები და რა ზომები გატარდება მათი დაუმუშავებლობის შემთხვევაში. ასევე შეეძლებათ თუ არა უცხოელებს მიწის მემკვიდრეობით მიღება.

კანონ-პროექტის მიმართ მესამე სექტორსა და ბიზნეს-გაერთიანებებს რამდენიმე შენიშვნა აქვთ.