ბრიტანეთში პოლიციის უფლებების გაზრდაზე მსჯელობენ

ვნებათაღელვის მიზეზი ხდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

პოლიციას შესაძლოა უფლებები გაეზარდოს. რეზონანსული აღმოჩნდა პროექტის ის ნაწილი, რომელიც აქციების დროს სამართალდამცავების უფლებამოსილებას და ქმედებებს ეხება. საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციაში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. ხელისუფლების ოპონენტები ცვლილებათა პაკეტის მიღმა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. საპარლამენტო განხილვები მწვავე საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობს.