შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე დავის საგანი ხდება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიმართ შენიშვნები აქვთ ბიზნეს-სექტორსა და დამსაქმებელთა ასოციაციაში, კითხვები გაუჩნდა ბიზნეს-ომბუდსმენსაც. პროექტის მიხედვით, იზღუდება სამუშაო საათები, დასაშვები ხდება მინიმალური ხელფასის განსაზღვრა, ასევე მცირდება სტაჟირების პერიოდიც.
კანონ-პროექტის მოწინააღმდეგეები კერძო სექტორში მოსალოდნელ პრობლემებზე აკეთებენ აქცენტს.