ბრიფინგი „თავისუფალ საქართველოში“

15:09, 13.04.2019

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტში  შესატანი ცვლილებების შესახებ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება.

კახა კუკავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა იკრძალება, ახალ კანონპროექტში ერთ-ერთი მუხლი მაინც უშვებს გარკვეულ გამონაკლისებს. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის განმარტებით, თუ ხელისუფლება კანონპროექტს არსებული რედაქციით მიიღებს, ამ შემთხვევაში პარტია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავს და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

მსგავსი