მიწების რეგისტრაცია გრძელდება

მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების მსურველებისთვის შესაბამისი პროცედურა ექვსი თვით გახანგრძლივდა.

მოქალაქეთა მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო მიწის ნაკვეთების გამარტივებული წესით დარეგისტრირების პროცესი იანვრის ნაცვლად, 1 ივლისს დასრულდება. რეფორმას, რომელიც უკვე ორი წელია ტარდება, არაერთი გამოწვევა აქვს. სპეციალისტები მთავარ პრობლემად დროში გაჭიანურებულ პროცედურებს და ბიუროკრატიულ პროცესებს ასახელებენ. სწორედ რეფორმის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების მოცულობის აღრიცხვა.