„მიწის მდგრადი მართვა დეგრადაციის და სიღარიბის შემცირების მიზნით“ -, ამ პროექტის შესახებ კაჭრეთში იმსჯელეს. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, სადაც მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის როლზე იმსჯელეს.
განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მედიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.