მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ პოლიტიკურ ფიგურებთან.

ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართა მოლდოვის, ლიხტენშტეინის, იტალიის, ნორვეგიის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიუნხენის კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრთან და ამერიკის ინსტიტუტის პრეზიდენტთან.

შეხვედრებისას განხილულ იქნა საქართველოსა და შესაბამის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები და სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს მრავალი მიმართულებით.

შეხვედრებისას დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა.