მიხეილ ჯანელიძე ევროსაბჭოს 128-ე მინისტერიალში მონაწილეობს

რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროსაბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება, რათა ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, დანიის სამეფოს ქალაქ ელსინორში, ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის 128-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანელიძემ ევროპელ კოლეგებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის შედეგები  შეახსენა, ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობების ფაქტებზე.  მისივე განცხადებით, საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ოკუპირებულ რეგიონებში.