მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოვა
მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოვა

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორდღიანი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვია, სადაც ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის 128-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდერს სამუელსონთან, ევროპის საბჭოს კომისართან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დუნია მიატოვიჩთან, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანთან საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში ტერეზა რიბეიროსთან. მინისტრი ასევე შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს და გერმანიის სახელმწიფო მდივანს მიხაილ როთს.

ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის სესიის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ანდერს სამუელსონის და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილის და საგარეო საქმეთა მინისტრის მარია ბურიჩის ერთობილივი პრესკონფერენცია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასკვნით სესიაზე, თავმჯდომარეობა ხორვატია გადაეცემა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.