"ევროპის დღეები" საქართველოში - პირდაპირი ჩართვა რიყის პარკიდან

რიყის პარკში დღეს ევროპის დღეების გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ, „ევრო სოფელი” მოეწყობა, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე.

მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით. სხვა დეტალებს მარიამ მენაბდე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.