საქართველოს საელჩო კოპენჰაგენში

საქართველოს საელჩოს კოპენჰაგენში ახალი ოფისი აქვს.

საელჩო დღეიდან სტუმრებს ქალაქის ეკონომიკურ ცენტრში ელოდება. ძველი შენობისგან განსხვავებით, ახალი სივრცე თანამედროვე დიზაინითა და სამუშაო ოთახებზე გაკეთებული ქართულენოვანი წარწერებით გამოირჩევა.

დანიის სამეფოსა და ისლანდიაში ქართველი დიპლომატის ინიციატივით, საელჩოს შიდა სივრცეში, თითოეულ კარს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის დასახელება აქვს, რაც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქების, სოხუმისა და ცხინვალის დასახელებებს ელჩის სამუშაო ოთახის კარზე ამოიკითხავთ. გიგი გიგიაძის თქმით, ეს არის გზავნილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

ახალი შენობა დღეს დანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გახსნა.

პრეზენტაციას კოპენჰაგენში გურამ როგავაც დაესწრო.

 

დატოვე კომენტარი