მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.  სხდომას, რომელსაც  თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა,  ვიცე-პრემიერები, დიმიტრი ქუმსიშვილი, მიხეილ ჯანელიძე, გიორგი გახარია, ასევე,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების და სხვა უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც  ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტზე იმუშავებს. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერასა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელებას.

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო,  შემდეგ ეტაპზე კი მზადყოფნის გეგმების შემუშავება და განხორციელება შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოხდება.