მირზა სუბელიანის გამოკითხვა შსს-ში 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა

9 საათზე მეტხანს გაგრძელდა მირზა სუბელიანის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი თვითმხილველის მამამ და პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებდა. თუმცა, აღნიშნა, რომ გამოძიებას მასთან დამატებითი შეკითხვები ჰქონდა.

მედიის კითხვას, შესაძლოა, თუ არა მას ბრალი წარუდგინონ, სუბელიანმა უპასუხა, რომ შეუძლებელი არაფერია.