საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლინა სადღესასწაულო წირვა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.
მირქმის დღესასწაულს უფლისადმი მიგებების დღესაც უწოდებენ და 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა 40 დღის ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, რომელსაც წმინდა სვიმეონი მიეგება.