მიროსლავ ლაიჩაკის განცხადება

ბრატისლავაში საუბრის ერთ-ერთი თემა ქართველი ექიმის დაკავება იყო. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მიროსლავ ლაიჩაკის თქმით, მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა სიტუაციის კიდევ უფრო გართულების თავიდან აცილების მიზნით, მას დეტალებზე საუბარი არ სურს.