უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საქართველოს საპატრიარქო არგუმენტებს გულდასმით სწავლობს და პროცესს საფრთხის შემცველს უწოდებს, – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
პატრიარქის მდივანი სამწუხაროს უწოდებს კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების დაპირისპირებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე მხარის პოზიციების გათვალისწინებით მიიღებს.