საქართველოს გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. საჩივარი საარჩევნო დარღვევებს ეხება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მის ხელთ არსებულ ოცამდე შესწორების და შემაჯამებელ ოქმზე კომისიის წევრების ხელმოწერები გაყალბებულია. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და პროკურატურისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.