მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ. როგორც ბექა ბასილაიამ განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აღენიშნება მეხსიერების პრობლემები. მისი თქმით, მდგომარეობა, შესაძლოა, ყოველ წუთს კიდევ უფრო დამძიმდეს.

რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, დაწყებულია სამედიცინო ტექნიკის შეტანა და ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ აქამდე არანაირად არ იყო მზადყოფნა იმისთვის, რომ სამედიცინო დახმარება გაეწიათ სააკაშვილისთვის.