საჩივარი პროკურატურაში

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა, გენერალურ პროკურატურაში, ადვოკატთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაისა და პროკურატურის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, 2020 წლის 3 იანვარს, მისი დაკავების საქმეზე უწყებები სრულფასოვან გამოძიებას არ აწარმოებენ. მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა უკვე 9 თვეა საქმეზე კომუნიკაცია არ ყოფილა.

მოამბე