განცხადებები რუსთავის ციხესთან

მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში ადვოკატები ხვდებიან. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი იმყოფებიან. მათი განმარტებით, ისაუბრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკისრებული სანქციები გაუუქმდა. მათი თქმით, მართლმსაჯულება ქვეყანაში პოლიტიზებულია. დღესვე სააკაშვილთან უკრაინის კონსულიც იმყოფებოდა, თუმცა, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.