საჩივარი „დიღმის ჭალების“ გადასარჩენად

„დიღმის ჭალების“ განადგურების ხელშეწყობისთვის ადგილობრივები მუნიციპალურ უწყებებს უჩივიან. მათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მერიაში ორი საჩივარი შეიტანეს.

ადგილობრივების განცხადებით, სამართლებრივი ბრძოლის მიზანია, პასუხისმგებლობა დააკისროს ერთი მხრივ, კერძო კომპანიებს უკანონო საქმიანობისთვის და მეორე მხრივ, სახელმწიფო უწყებებს გულგრილობის გამო. აღნიშნულს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა.