მიმართვა პროკურატურას

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები გენერალურ პროკურატურას საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმის შესწავლას სთხოვენ.

ადვოკატების თქმით, ძიება სამი წელია უშედეგოდ მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით საქმეში ბევრი დეტალია, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ გადაცდომებზე მიუთითებს.