ქოლცენტრების საქმე - „ევროჯასტის“ განცხადება

ე.წ. ქოლცენტრების თაღლითური სქემის გამოსავლენად, „ევროჯასტი“ 23 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გამოძიებას აგრძელებს. საქართველოს გენერალური პროკურატურა თანამშრომლობს „ევროჯასტთან“ და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების გამოსავლენად. მიზანია ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლცენტრებისა და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოაშკარავება.

ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასეულობით ვებგვერდის გამოყენებით ქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ძირითადად შვეიცარიისა და გერმანიის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.