კიბერდანაშაულის თემაზე სასწავლო პროგრამა დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. სწავლება ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ტრენინგში საქართველოს პროკურატურის პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოს და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

აღინიშნა, რომ კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების შესახებ გამომძიებლების და პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და, შესაბამისად, კიბერდანაშაულის თემაზე სასწავლო აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.