მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა იწყება

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ბრალდებულ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა იწყება. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ადვოკატი კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ელოდება.

მიხეილ კალანდიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით.