სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას ბრალდებულის ოჯახის მწვავე რეაქციები მოჰყვა. საქმის განხილვა ქვეყნის უზენაეს ინსტანციაში გაგრძელდება. დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულ კალანდიას თავდაპირველად გახმაურებულ საქმეში მოწმის სტატუსი ჰქონდა, რასაც მოკლული დავით სარალიძის მამა აქციებით აპროტესტებდა. ის მკვლელობიდან წელიწადნახევრის შემდეგ დააკავეს, რაც ამავე საქმეზე შექმნილი დამოუკიდებელი საპარლამენტო კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო.