მიხეილ კალანდიას ადვოკატის სარჩელი

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოთხოვას ითხოვს.

კერძოდ, ზურაბ თოდუამ 14 მაისს იუსტიციის საბჭოს მიმართა შუამდგომლობით, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან, დროის კონკრეტულ მონაკვეთში შემავალ და გამავალ ზარებზე ინფორმაციის გამოთხოვისა და მობილური ტელეფონის შესწავლის შესახებ. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია, დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსამართლეს პროცესის მსვლელობისას კონტაქტი ჰქონდა სხვა აბონენტებთან და ასევე დაკავებული იყო სოციალურ ქსელებში კომუნიკაციით.